5 ფილმი საფეხბურთო ქრონიკების საშუალებით ასახავს საქართველოს გზას XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან 1990 წლის 30 მარტამდე, როდესაც საბჭოთა კავშირის დაშლამდე 2 წლით ადრე, ქვეყნის მომავალმა პრეზიდენტმა გამოაცხადა საქართველოს საფეხბურთო დამოუკიდებლობა. ეს უპრეცედენტო ფაქტია ისტორიაში. პირველი ეროვნული ჩემპიონატის გახსნისას ზვიად გამსახურდიამ წარმოსთქვა: "გაუმარჯოს დამოუკიდებელ ქართულ ფეხბურთს, გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს !"