ფილმი ერთი შენობის ამბავს ყვება. ეს შენობა გურიის შუაგულში დგას და მასში რესტორანს ყველაზე დიდი ფართი უჭირავს. რესტორნის კედლები ნარინჯისფერი და მწვანე პლასტიკატითაა დაფარული. გაწყობილი მაგიდები იშვიათ კლიენტს ელის. შენობის სამ სართულზე ნახავთ სხვადასხვანაირს ადამიანებს და დაწესებულებებს, რომლებსაც ერთმანეთთან თითქოს საერთო არაფერი აქვთ. ეს შენობა, ყოფილი სასტუმრო "ბახმარო", ნოეს კიდობანს ჰგავს, რომელსაც თავს გადასარჩენად აფარებენ. ამავე დროს ის მცირე მოდელია ქვეყნის, სადაც მუდმივად ცვლილებას ელიან.