ფილმში მოვლენები, ძირითადად, ვითარდება 1920 წლის მიწურულსა და 1921 წლის დასაწყისში, როდესაც ბოლშევიკური რუსეთის მიერ მომზადდა და განხორციელდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია. მოთხრობილია ნოე ჟორდანიას, ნოე რამიშვილის, გიორგი კვინიტაძის და იმ პერიოდის სხვა ქართველი მოღვაწეების შესახებ.