ქართული კინო მსოფლიოსთვის "საბჭოთა კინოსთან" ასოცირდებოდა, მას 112 წლიანი გამოცდილება აქვს. ამ ხნის განმავლობაში შეიქმნა მრავალი შედევრი, რომელთაგანაც უმეტესობა "მსოფლიო კინომატოგრაფიის 100 საუკეთესო ფილმშია" შესული. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია მიხეილ კალატოზიშვილი, თენგიზ აბულაძე, გიორგი დანელია, სერგო ფარაჯანოვი, ოთარ იოსელიანი და მრავალი სხვა.
ფილმის მთავარი იდეა სწორედ იმაში მდგომარებს, რომ წარმოუდგინოს მნახველს ის უდიდესი ისტორია და განვითარების ეტაპები, რომელიც ქართულმა კინომ განიცადა.