ფილმი ეხება 2008 წლის რუსეთ-საქართველოს კონფლიქტს. ის აჩვენებს, რა შედეგები მოაქვს ომს ადამიანებისთვის და არ ეძებს ბრალეულს. ფილმის ავტორის თქმით, "ამ ფილმის გადაღება ისევე სპონტანურად დაიწყო, როგორც ომი დაიწყო თითოეული ქართველის ცხოვრებაში 2008 წლის 7 აგვისტოს. არც სიუჟეტები დაგეგმილა, არც მარშუტები. სიუჟეტებს ცხოვრება წერდა და გადასაღებ მოედანსაც ცხოვრება აწყობდა".