სოფელ გრემში, ერთ დიდ სახლში განთავსებულია საქველმოქმედო კავშირი "თემი", რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ჯანმრთელი ადამიანები ერთად ცხოვრობენ. მათ საკუთარი მეურნეობა აქვთ, რომელიც თემს თავის გატანის საშუალებას აძლევს. საქველმოქმედო კავშირს მრავალი გულშემატკივარი და მეგობარი ჰყავს როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ. ისინი სხვადასხვა გზით ეხმარებიან "თემელებს".