დოკუმენტური ფილმი წარმოადგენს კინოგადაღებების ვიდეო-დღიურს. 2008 წელს რეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა გადაიღო ფილმი "სახლი სიხარულისა", რომელიც ეძღვნებოდა XIX საუკუნის თბილისს და პირველ ქართულ მუსიკალურ ფილმს "ქეთო და კოტეს". ფილმი "ქეთო და კოტეს" ძიებაში მერაბ კოკოჩაშვილის ფილმის შექმნის პროცესს აღწერს. ის აგრეთვე შეიცავს უნიკალურ ვიდეომასალას რეჟისორ ვახტანგ ტაბლიაშვილისა და მხატვარ იოსებ სუმბათაშვილის ინტერვიუების სახით.