კალის "ლაგურკის" მონასტერი მდინარე ენგურის მარჯვენა ნაპირზე მაღალ მთაზეა აღმართული. მე-12 საუკუნეში, თამარ მეფის ხანაში აგებული ეს ეკლესია სვანეთის მთავარი სამლოცველოა. კვირიკობის დღესასწაული აქ ყოველი წლის 28 ივლისს იმართება მე-4 საუკუნეში წამებული დედა-შვილის, ივლიტეს და კვირიკეს პატივსაცემად. კვირიკობის დღესასწაულზე სვანები ეკლესიას საგანგებოდ ამ დღისთვის გაზრდილ თეთრ ხარს სწირავენ.