ფილმში ნაჩვენებია საქართველოს თითქმის ყველა ცნობილი ეკლესია–მონასტერი, სიწმინდე და მათთან დაკავშირებული საინტერესო ისტორიები, სასწაულები. საგალობლების და ქართული ხალხური მუსიკის ფონზე წარმოდგენილია საქართველოს ბუნების კოლორიტული კადრები. ფილმი იწყება მაცხოვრის კვართის საქართველოში შემობრძანების ისტორიით და მთავრდება თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძრის კურთხევით.
კომპიუტერული გრაფიკა: მურმან (დიმიტრი) ვაშაკიძე ტექსტს კითხულობენ: ნიკოლოზ ჯანგავაძე, ზაალ კიკვიძე, ვლადიმერ გედენიძე
გადაღებულია სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი ილია მე–2 –ის ლოცვა–კურთხევით.