ცხენი და ხმალი რომ არა, ქართველები ალბათ დღემდე ვერ მოვაღწევდით. საქართველოში ცხენოსნურ ტრადიციას რომ ძლიერი ფესვები ჰქონდა, ამას გურული მოჯირითეების გასაოცარი თავგადასავალიც ადასტურებს. 1892 წლიდან მოყოლებული ისინი 30 წლის განმავლობაში დიდი წარმატებით გამოდიოდნენ ამერიკულ ცირკებსა და შოუებში. ქართველებმა გასაოცარი ტექნიკის წყალობით საუკეთესო მხედრების სახელი მოიხვეჭეს და წარუშლელი კვალი დატოვეს შოუ-ბიზნესის ისტორიაში.