სოფელი ღები, სულ მცირე, 4500 წლის ისტორიას ითვლის და დღესაც, ისე როგორც უწინ, ბურჯად უდგას საქართველოს ჩრდილოეთის მხრიდან. იშვიათია მხარე, სადაც ასე კარგად იყოს შერწყმული ბუნება, არქიტექტურა და ისტორია, როგორც აქ, ამ სოფელში. უწმინდესმა და უნეტარესმა სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა ილია II-მ მოინახულა ღები, აკურთხა მაცხოვრის აღდგომის სახელობის მშენებარე ეკლესია და სოფლის მცხოვრებლები.