ყოფილი გერმანელი ჯარისკაცები საბჭოთა პერიოდში საქართველოში ტყვედ ყოფნის დროს იგონებენ. ამ პერიოდის ისტორიებს ის ქართველებიც ყვებიან, რომლებსაც გერმანელ ტყვეებთან კონტაქტი ჰქონდათ. როგორც გერმანელ ჯარისკაცებს, ისე მათ მასპინძელ ქართველებს ეს ურთიერთობა სასიამოვნოდ ახსენდებათ. ადამიანები, რომლებიც მაშინდელმა პოლიტიკამ ერთმანეთის მტრებად აქცია, საერთო ენას მაინც პოულობენ და კონტაქტის სურვილს არ კარგავენ.