არავითარი სახელები, არაფერი პიროვნული. გამუდმებული კივილი ქარბუქისა, რომელიც ყველგან აღწევს. გისოსებსა და ეკლიან მავთულებს მიღმა ათასობით კილომეტრზე გადაჭიმული უსასრულო, გაყინული ტრამალი.
ფილმის გმირია გულაგის ყოფილი პატიმარი ჭაბუა ამირეჯიბი. ორი სასიკვდილო განაჩენი, ექვსი გაქცევა, წამება, სტალინის გულაგის ბანაკებში მისჯილი 83-წლიანი პატომრობა, დამსხვრეული სიცოცხლე და ჯანმრთელობა - ვერაფერმა მოუსპო თავისუფლების მოპოვების ჟინი. იგი წამოდგა და იბრძოლა ბოლომდე, და გადარჩა.