ფილმი მოგვითხრობს კაცზე, რომლის წინაპრები ოთხი საუკუნის წინ ჩამოვიდნენ სპარსეთიდან, თბილისში დასახლდნენ და დღემდე ხალიჩებით ვაჭრობენ. ელდარ მამედ-ზადეს მეიდანზე ხალიჩებისა და ფარდაგების უნიკალური კოლექცია აქვს, რომლის შესახებ ბევრ საინტერესო ამბავს ყვება. როდესაც ფილმის გმირი თავის პატარა მუზეუმს კეტავს, ის ერთ გამორჩეულ, მისთვის ყველაზე ძვირფას ხალიჩაზე ჯდება და ღამის თბილისს გადაუფრენს.