ფილმში აღწერილია გურული ფირალების თავგადასავალი მე-19 და მე-20 საუკუნეების მიჯნაზე. სისონა დარჩია, სიმონა დოლიძე, დათიკო შევარდნაძე... მათ შესახებ შექმნილია უამრავი ლექსი, მოთხრობა თუ სიმღერა. თავისი პოპულარობით ისინი არაფრით ჩამოუვარდებიან რობინ ჰუდს თუ სხვა სახელგანთქმულ ყაჩაღებს. ფილმში ასახული მოვლენები რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული.