ფილმი ეძღვნება გამოჩენილ ქართველ მხატვარსა და საზოგადო მოღვაწეს დიმიტრი შევარდნაძეს. ამ ღირსეული მამულიშვილის სახელი მრავალი წლის განმავლობაში უსამართლოდ იყო მივიწყებული. გასული საუკუნის 30-იანი წლების ბოლშევიკურმა რეპრესიებმა ქართული კულტურის მრავალი მოღვაწე იმსხვერპლა, მათ შორის იყო დიმიტრი შევარდნაძეც.