მეცნიერების დასკვნით ტრანსსექსუალიზმი არის არა სექსუალური დარღვევა, არამედ ადამიანის ტვინთან დაკავშირებული პრობლემა. ტრანსსექსუალი თვლის, რომ საპირისპირო სქესის სხეულშია "გამომწყვდეული" და ამის გამო საშინელ განსაცდელშია. "ეს ისეთი ტკივილი და ტანჯვაა, საკუთარ თავზე უნდა განიცადო, ბოლომდე რომ ჩაწვდე. განკითხვა კი ადვილია", - ამბობს 36 წლის ნიკა, რომელმაც სქესი შეიცვალა.