თუ სადმე შეიძლება შეიგრძნო შემოდგომა მთლიანად, ალბათ კახეთში, სადაც ცხოვრობენ გულგახსნილი და სტუმართმოყვარე კახელები. ფილმი მოგვითხრობს გარე კახეთის ისტორიული სოფლის - მანავის შემოდგომაზე, მის მცხოვრებლებზე - პოეტზე, მჭედელზე, მხატვარზე. სოფლის კოლორიტის - "ზარივაშას" მარანში გაშლილი სახელდახელო სუფრა და კახური იუმორი კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ კახელები არასდროს კარგავენ კავშირს თავიანთ ფესვებთან.