კავკასიონის მთავარი ქედის გადაღმა მდებარეობს საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხე თუშეთი. თუშები ოდითგან ცნობილნი იყვნენ, როგორც უებრო მეომრები და მწყემსები. მე-18 საუკუნიდან მოყოლებული თუშები მომთაბარე ცხოვრებას ეწევიან კახეთში. ზაფხულობით ისევ ივსება ძველი ნასოფლარები; თუშები თავიანთ უძველეს დღეობებზე ამოდიან მთაში. ფილმი მოგვითხრობს სოფელ დანოში აშტოს ხატის დღეობაზე. დანოელები ჯერ კიდევ ცდილობენ წმინდად შეინახონ ძველი ტრადიციები.