ფილმი მოგვითხრობს საქართველოში მიმდინარე სათემო მობილიზაციის პროექტზე, რომელსაც USAID აფინანსებდა და რომელიც მიზნად ისახავდა გაჭირვებულ სოფლებში პირველი რიგის გადაუდებელი პროექტების განხორციელებას. ერთობლივი მუშაობა საერთო საქმისთვის, მომავლის რწმენის გაღვიძება და იმედის ჩასახვა იყო ამ პროექტის მთავარი მიზანი.