ფილმი მოგვითხობს საქართველოს მთიანეთის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეზე - პირიქითა ხევსურეთზე. კავკასიონის მთავარი ქედის გადაღმა მოქცეულ ამ ეთნოგრაფიულად უაღრესად საინტერესო მხარეში ჯერ კიდევ შემორჩენილია უძველესი ყოფა და ციხე-სოფლები, რომლებიც ამაყად გადმოჰყურებენ სწრაფი მთის მდინარეებით დაღარულ ხეობებს.