ფილმი ქართული სიმღერის - "სულიკოს"- აღმავალი პოპულარობისა და მისი ავტორის მეთოდური იგნორირების დოკუმენტური ისტორიაა. ეს ისტორია მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს იწყება და ოცდამეერთე საუკუნეშიც გრძელდება. ვინ შექმნა "სულიკოს" მელოდია და იყო თუ არა მისი ავტორი მხოლოდ კომპოზიტორი?
ფილმი ეძღვნება ყველა ქალს, ვისაც შეჰქონდა და შეაქვს წვლილი საზოგადოების განვითარებაში.