ლიას, ფილმის მთავარ გმირს, მძიმე ბავშვობა ჰქონდა, დედა მამის ძალადობას შეეწირა. დღეს ლია გათხოვილია და ქმარ-შვილთან ერთად თბილისში ცხოვრობს. ფილმში, რომელიც გადაღებულია ხანგრძლივი დაკვირვების მეთოდით, ნაჩვენებია ლიას ჩასვლა მშობლიურ სოფელში, მისი მცდელობა, შეცვალოს ძალადობაზე აგებული ცხოვრების წესი, სითბო და სიყვარული შეიტანოს…ადამიანთა ურთიერთობებში. . .