ფილმი ერთი ძველი სკივრის შესახებ გვიამბობს, რომელიც 1921 წლის ქართული ემიგრაციის დროს საზღვარგარეთ მოხვდა. რა არ უნახავს ამ სკივრს საქართველოში, თურქეთსა და საფრანგეთში? მან სამი კონტინენტი მოიარა, სანამ კვლავ საქართველოში დაბრუნდებოდა და სამუდამოდ აქ დაიდებდა ბინას.