ფილმის გმირი, აფხაზეთიდან ლტოლვილი დათო გურჩიანი პროფესიულ ჯარში იწყებს სამსახურს. თავიდან სხვა ახალბედების მსგავსად მასაც უჭირს ჯარის მკაცრ წესებთან შეგუება, მაგრამ უძლებს გამოცდას და საბოლოოდ პროფესიონალი სამხედრო ხდება. გურჩიანისა და მისი ჯარის მეგობრების პირველ ნანატრ შვებულებას 2008 წლის აგვისტოში მოულოდნელად დაწყებული ომი შეწყვეტს. ბიჭები რუსეთ-საქართველოს ომში ერთვებიან...