ფილმი გვიამბობს არქეოლოგიური ექსპედიციის შესახებ, რომელიც არქეოლოგ გურამ გაბიძაშვილის ხელმძღვანელობით ხვამლის კლდოვანი მასივისა და კლდეში არსებული ციხე-ქვაბულის შესასწავლად მოეწყო 2007 წლის მაის-ოქტომბერში. ეს ციხე-ქვაბული შუა საუკუნეებში ქართველ მეფეთა განძთსაცავს წარმოადგენდა, ის "ქართლის ცხოვრებაშიც" არის მოხსენიებული. ფილმის ავტორთა აზრით, სწორედ ხვამლის კლდე არის ის ადგილი, სადაც უძველესი მითების მიხედვით პრომეთე იყო მიჯაჭვული და სადაც ოქროს საწმისი ინახებოდა.