ფილმი ეძღვნება მეორე მსოფლიო ომის ქართველ სამხედრო ტყვეებს - ქრისტეფორე კირკიტაძეს, კარლო ინასარიძეს, ვახტანგ ჩხაიძეს და ექვთიმე ენდელაძეს. ეს არის მოკლე, ემოციური ისტორია ოთხი ქართველი ჯარისკაცისა, რომელთაც ბედმა ომის სხვა ყველა "სიკეთესთან" ერთად გერმანიის ჯარისკაცობა და სამშობლოსთან სამუდამოდ განშორება არგუნა.