დოკუმენტური ფილმი კინორეჟისორ ელდარ შენგელაიას შესახებ.
ეს არის კინოპორტრეტი ადამიანისა, რომელმაც საკუთარი ხელწერა შექმნა ქართულ კინოში და ცხოვრების დიდი ნაწილი პოლიტიკას მიუძღვნა. ფილმში ელდარ შენგელაია საუბრობს თავის მშობლებზე, ოჯახზე, მეგობრებზე, საყვარელ რეჟისორებზე, ვინც მასზე გარკვეული გავლენა მოახდინა. საუბარი ეხება აგრეთვე ქართული კინოს დღევანდელ მდგომარეობას და საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირს, რომელსაც რეჟისორი დღემდე ხელმძღვანელობს.