ფილმი 2008 წლის აგვისტოში საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხება. რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო შიდა ქართლის ბევრ მაცხოვრებელს საკუთარი სახლის დატოვება მოუხდა. ფილმის პერსონაჟები ქალაქ გორიდან დევნილები არიან. კამერის წინ ისინი თავის ამბავს ყვებიან.