თბილისის ცენტრში საუკუნეების განმავლობაში ერთად ცხოვრობენ სხვადასხვა ეროვნების, სოციალური წარმომავლობისა და რელიგიის წარმომადგენლები. ფილმი ამ სრულიად განსხვავებული ადამიანების თანაცხოვრებაზე, მათ ყოფაზე მოგვითხრობს. ეს ადგილი - მეიდანი - ერთგვარი სიმბოლოა დიდი სამყაროსი, თუმცა გლობუსზე მხოლოდ პატარა წერტილად მოსჩანს. Documentary Fairy Tale – ასე დაარქვეს ფილმს ჰოლანდიაში.
ფესტივალები და პრიზები:
საერთშორისო კინოფესტივალები თბილისში, როტერდამში, იერუსალიმში, სან-ფრანცისკოში, მონტე კარლოში, ერევანში, კონსტანცაში