ფილმი მოგვითხრობს ამერიკაში მცხოვრები ქართველი რეჟისორისა და მსახიობის, პაატა ციქურიშვილის შესახებ, რომელმაც ვაშინგტონში ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური თეატრი "სინეტიკა" დააარსა. ეს არის პაატა ციქურიშვილის უაღრესად გულწრფელი მონოლოგი შემოქმედებაზე, ცხოვრებაზე და შიშზე, რომ, წარმატების მიუხედავად, ემიგრაციაში ქართველობასთან ერთად მისი ორიგინალური შემოქმედებითი ხელწერაც ნელ-ნელა სადღაც უკვალოდ ქრება.