თურქეთში, დღევანდელ ხევეკის დასახლებაში არსებობს თამარის მეფობის ხანაში ქართველების მიერ გაყვანილი სარწყავი არხი. ამ არხის სათავის ძიებაში ქართული ექსპედიცია თურქეთში მოსახლე გურჯებს გაიცნობს, რომლებიც მას სათავის მიგნებაში ეხმარებიან. გზადაგზა ჯგუფი ქართულ ტაძრებსა და ციხე-სიმაგრეებს ხვდება და მეცნიერი დავით მუსხელიშვილი მათი წარსულის შესახებ გვიამბობს.