ფილმი არის 50 წლის ქართველ არქიტექტორზე, რომელიც უკვე 13 წელია ნიუ-იორკის ცნობილ ციხე სინგ-სინგში ზის, მისჯილი აქვს სამუდამო პატიმრობა.
ამბობენ, რომ იგი სხვის ნაცვლად იხდის სასჯელს. როდესაც მას ახლობლები ეკითხებიან,
- რატომ?
პასუხობს: სიყვარულის გამო.
ფილმი ასევე არის ფრანგ ფოტოგრაფ ქალზე, რომელსაც შეუყვარდა ქართველი პატიმარი, მიატოვა წარმატებული კარიერა, მაღალი სოციალური მდგომარეობა პარიზში და თავისი ცხოვრება გაჭირვებაში ჩავარდნილ კაცს მიუძღვნა. მასაც ეკითხებიან ახლობლები,
- რატომ?
ისიც პასუხობს: სიყვარულის გამო.