ტყეში სასეირნოდ წასული ბიჭი ისარგებლებს იმით, რომ მუშაობით დაღლილ მხატვარს ჩასძინებია და ხეზე მიმაგრებულ ნახატებს, სადაც ათასგვარი კვადრატია გამოსახული ეკლესიებად აქცევს. ბიჭი თვალს უცხო კაცს მოჰკრავს და იქაურობას სწრაფად გაეცლება.
კაცი ეკლესიების დანახვისას ქუდს მოიხდის და პირჯვარს გადაიწერს. გამოღვიძებული მხატვარი კაცს გაკვირვებით შეჰყურებს. ხესთან მისულ მხატვარს სიშმაგე იპყრობს, მაგრამ ეკლესიების თვალიერებისას სახეზე სიმშვიდე დაეფინება და ჩაფიქრდება. მხატვარი მოლბერტზე ახალ კვადრატს დახატავს, მერე ხეზე მიმაგრებულ ნახატებს გახედავს, გაეღიმება და კვადრატს ეკლესიად აქცევს.