ფილმის მთავარი გმირი სახლში დიდ, ძველ სარკეს მიათრევს. თედოს ხშირად დასცინიან, ამჯერადაც მასხრად აიგდეს ქუჩაში ლუდის სმით გართულმა კაცებმა. უცბად მათ ყურადღებას სინათლის სხივით განათებული გუმბათი მიიქცევს. გაირკვევა, რომ გუმბათს აივანზე გადმომდგარი თედო დიდი სარკით ანათებს. თედოს მშვიდი, კმაყოფილი სახე აქვს, მან ხომ მოქილიკე კაცების ყურადღება გუმბათისკენ მიმართა.
მომხდარით გაოგნებული კაცები, ისე რომ გუმბათს თვალს არ აშორებენ, პირჯვარს გადაიწერენ - გუმბათზე მოკიაფე სხივი ხომ თედოს სულის შარავანდია.