ფილმის მთავარი გმირი საზოგადოებასთან გაუცხოებას განიცდის. მისი არავის ესმის. ამიტომ ერთ-ერთი დაწესებულების საზოგადოებრივ საპირფარეშოში 6 მძევალს აიყვანს და აფეთქებით ემუქრება. საქმეში მალე ერთვება პოლიციაც, მაგრამ მისი ყველა მცდელობა უშედეგოა. ტერორისტი მძევლებს იძულების წესით არემონტებინებს საპირფარეშოს.