თოვლით დაფარულ ტყეში მიაბიჯებს ელეგანტურად ჩაცმული მამაკაცი, რომელსაც მხარზე აქვს გადებული ნაჭერში გახვეული ცხედარი და ნიჩაბი. ვინ არის იგი? ვის ცხედარს მიათრევს ტყეში? სულ მალე ირკვევა, რომ ცხედარის უბრალოდ მოშორება არ არის მისი მიზანი და ეს ყველაფერი უცნაურ რიტუალს ემსგავსება.