13 წლის ბიჭი, დათო, მასზე უფროს ბიჭს, გიგას თავხედური ქცევით აიძულებს, რომ ეჭიდაოს. არადა, უფროსი ბიჭი სულ ადვილად ერევა. დათოს საქციელით გაბეზრებული გიგა გადაწყვეტს, ჭიდაობის სურვილი დაუკარგოს პატარა ბიჭს და მოფარებულ ადგილას მიჰყავს. ნაცემი დათოს სიტყვებიდან მისი უცნაური ქცევა გასაგები ხდება.