40 წლის სანდრო სკოლაში ისტორიის მასწავლებლად მუშაობს, ცოლი არ ჰყავს და ჯერ კიდევ თავის მშობლებთან ერთად ცხოვრობს. სანდროს მოეწონება სილამაზის სალონში მომუშავე მანანა, რომელიც ამავე დროს სანდროს ერთ-ერთი მოწაფის დედაა. მანანასაც მოსწონს სანდრო და სწორედ მაშინ, როდესაც მათ შორის რომანი უნდა გაჩაღდეს, ირკვევა, რომ მანანას ჰყავს ქმარი, რომელიც სასჯელს იხდის ციხეში.