ახალგაზრდა კაცს ავადმყოფი ცოლი ჰყავს. მატერიალური მდგომარეობა მათ საშუალებას არ აძლევს, რომ ქალმა იმკურნალოს. ერთ დღესაც ქმარს მოთმინება ამოეწურება და გადაწყვეტს, როგორღაც თავი დააღწიოს გაჭირვებას. ის ჩუმად იღებს სახლიდან იარაღს და ფულის საშოვნელად მიდის. განვლილ გზაზე მას განგების მხრიდან მოვლენილი განსაცდელის გადალახვა და საკუთარ თავში მძინარე მარადიული ღირებულებების აღმოჩენა და დანახვა მოუწევს.