ზამთრის მოღრუბლულ დღეს ორსული ქალი ზღვის ნაპირზე სეირნობს. მოულოდნელად წარმოსახვა სადღაც სხვაგან, ზღვის შორეულ სანაპიროზე წაიყვანს. იმ, სხვა ნაპირზე, უძველეს დროში, ქვიშიდან პირველი წყვილი ჩნდება. ქალი და კაცი უკაცრიელ ნაპირზე პირველი დღით ტკბებიან, იწყებენ ხელუხლებელი, მშვენიერი ბუნების აღქმას და ერთმანეთთან თამაშს. მაგრამ მას შემდეგ, რაც კაცი ქალზე მბრძანებლობას იწყებს, ქალის ნაზი გრძნობები ილახება. ფილმს საფუძვლად უძველესი ლეგენდა უდევს ადამისა და ლილიტის შესახებ.