უსახლკარო ბიჭები, მიტკა და პეტკა ოთხფეხა მეგობრის, "ტრეზორის" მიერ დუქნებიდან მოპარული ძეხვეულით იკვებებიან. ცირკში წარმოდგენის ნახვის შემდეგ ბავშვები ძაღლს სახელს შეუცვლიან და ცირკის მსახიობი ძაღლის მსგავსად "ჩემბერლენს" დაარქმევენ. ქუჩის თავგადასავლების გამო ბიჭებს ბავშვთა სახლში მოათავსებენ, სადაც მიტკა და პეტკა პიონერები გახდებიან. ერთ დღეს "ჩემბერლენი" მიტკას დახრჩობას გადაარჩენს და პიონერები მას ახალ სახელს, "ერთგულას" შეარქმევენ.