დაიბადა 1939 წლის 14 სექტემბერს, ქ. თბილისში. 1959 წელს თბილისის მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი მხატვარ–დეკორატორის სპეციალობით, 1961 წელს მოსკოვში დაამთავრა "სოიუზმულტფილმთან" არსებული მხატვარ–ანიმატორთა სკოლა-სტუდია, 1973–78 წ.წ. სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ პროფესიათა ფაკულტეტის კინომცოდნეობის განყოფილებაზე. 1961–76 წ.წ. მუშაობდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" მულტგაერთიანებაში მხატვრად, მხატვარ–ანიმატორად და რეჟისორად, 1976 წლიდან – არის ანიმაციური ფილმების სტუდია "ორბის" რეჟისორი, 1996 წლიდან – ამავე სტუდიის დირექტორი. საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი (1974). ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1984–93 წ.წ. ხელმძღვანელობდა მხატვარ ანიმატორთა სახელოსნოს თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 2006 წლიდან თბილისის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგია (რეჟისორთა და მხატვარ ანიმატორთა ჯგუფი). საკავშირო და საერთაშორისო ფესტივალების პრიზიორი, რუსეთის კინემატოგრაფისტთა უმაღლესი პრემია "ნიკეს" ლაურეატი ("ალიყური", 1990), რუსეთის კინო–აკადემიის საპატიო წევრი (2002). ღირსების ორდენის კავალერი (1999).

ფილმოგრაფია