დაიბადა 1952 წლის 16 ივნისს თბილისში. 1975 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1977 წელს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტი. 1981 წელს თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტი. 1980 წლიდან მუშაობს თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში, 2002-2003 აშშ–ს კულტურისა და განათლების სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტით, როგორც ლექტორთა გაცვლითი პროგრამის მონაწილე ერთი წლით იმყოფებოდა აშშ–ში ვისკონსინის მედისონის უნივერსიტეტში. 2004–2005 წლის II სემესტრში აშშ–ს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტშია. იმავე სემესტრში ლექციები წაიკითხა ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში. 1984–2002; 2003–2004 წლებში მუშაობდა რეჟისორად, შემდეგ მთავარი რედაქტორის მოადგილედ სახელმწიფო ტელე-რადიო კომპანიაში. იყო ავტორი და წამყვანი მე–2 არხის პროგრამისა "კინონოსტალგია". 2003–2004 მუშაობდა რეჟისორად ტელეკომპანია "იმედში".
მიღებული აქვს პრიზები: "ოქროს არწივი" – საუკეთესო რეჟისორული დებიუტისათვის შავი ზღვის აუზის ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალზე, სპეციალური პრიზი – "ფესტივალთა ფესტივალზე თეთრი ღამეები" სანქტ–პეტერბურგი, მაყურებელთა პრიზი – ქალ კინემატოგრაფისტთა საერთაშორისო ფესტივალზე (მინსკი) მხატვრული ფილმისათვის "მხოლოდ ერთხელ". 1998–2002 წელს. თინათინ ჭაბუკიანთან ერთად დაარსა და ხელმძღვანელობდა საბავშვო სატელევიზიო თეატრ – სტუდიას "ჩიკორა".
2013 წლის 8 მაისიდან საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარის მოადგილა.

ფილმოგრაფია

დამდგმელი რეჟისორია ფილმების:

სცენარის ავტორია ფილმების:

პროდიუსერია ფილმების: