რობერტ სტურუა

31/07/1938

დაიბადა 1938 წლის 31 ივლისს, ქ. თბილისში. 1962 წელს დაამთავრა თეატრალური ინსტიტუტის სარეჟისორო ფაკულტეტი (მიხეილ თუმანიშვილის სახელოსნო). 1963 წლიდან მუშაობს რუსთაველის თეატრში. 1980 წლიდან თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია. რუსთაველის თეატრის სცენაზე დადგმული აქვს ასამდე სპექტაკლი. 70-80-იან წლებში იქმნება სტურუას ყველაზე გახმაურებული სპექტაკლები. ამ სპექტაკლებმა რუსთაველის თეატრს და თავად რეჟისორს მსოფლიო აღიარება მოუტანა. მის დადგმებს სენსაციურს უწოდებენ, ხოლო სტურუას ევროპული თეატრის ყველა ცნობილ რეჟისორს ადარებენ. საქართველოს (1980) და სსრ კავშირის (1982) სახალხო არტისტი. სსრ კავშირის (1979) და საქართველოს (1996) სახელმწიფო პრემიების ლაურეატი. ღირსების ორდენის კავალერი (1998). თბილისის საპატიო მოქალაქე (1996). მიღებული აქვს მრავალი პრემიები, ჯილდოები, საპატიო დიპლომები.

ფილმოგრაფია