ალექსანდრე (სანდრო) თედიაშვილი

მთავარი icon ხელოვანი  icon ალექსანდრე (სანდრო) თედიაშვილი

ალექსანდრე (სანდრო) თედიაშვილი

12/03/1914  - 10/06/2014

დაიბადა 1914 წლის 12 მარტს. 1934-1952 წლებში მუშაობდა ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. 1952-1957 წლებში ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრში. 1957 წელს, თბილისში ქართული საცირკო ხელოვნების კოლექტივის შექმნის საკითხი დაისვა. ამ დროს თბილისში რუსეთიდან საბჭოთა კავშირის საცირკო ხელოვნების სამმართველოს წარმომადგენელი ჩამოვიდა. რომელმაც მოზარდმაყურებელთა თეატრში აღმოაჩინა სანდრო თედიაშვილი და დაიწყო მსახიობის ახალი 20 წლიანი ეპოქა ქართულ ცირკში. იგი იყო საბჭოთა კავშირში პირველი ქართველი ჯამბაზი. ცირკში ქართველმა მაყურებელმა იგი მიიღო ჯამბაზი კინტოს სახით. შემდეგ დაიწყო პედაგოგიური საქმიანობა შოთა მილორავას სახელობის საესტრადო-საცირკო სასწავლებელში, სადაც 2004 წლამდე მუშაობდა. იგი არის ავტორი წიგნისა „ცირკის საოცრებათა ხელოვნება“. საქართველოს სახალხო არტისტი (1980).

ფილმოგრაფია