თამარ ჭავჭავაძე

16/10/1896  - 20/04/1968

დაიბადა 1896 წლის 16 (21) ოქტომბერს ყვარელში. 1915 წელს შევიდა ხარკოვის უნივერსიტეტის ისტორიულ–ფილოლოგიურ ფაკულტეტზე. პარალელურად მეცადინეობდა ლებედინსკის დრამატულ სტუდიაში. 1919 წელს დაბრუნდა სამშობლოში. 1920 წელს იგი მიიღეს ახლად შექმნილ თბილისის დრამატულ დასში. 1922 წლიდან სხვადასხვა დროს მოღვაწეობდა შოთა რუსთაველის სახ. აკ თეატრში და კოტე მარჯანიშვილის სახ. თეატრში. 1964 წლიდან სოხუმის თეატრში. თეატრში ყველაზე დიდი წარმატება მოუტანა კოტე მარჯანიშვილის მიერ დადგმულ ლოპე და ვეგას ”ცხვრის წყაროში” შერსულებულმა ლაურენსიას როლმა. აღსანიშნავია მისი მოღვაწეობა ქართულ ესტრადაზეც. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1934). საქართველოს სახალხო არტისტი(1943).

ფილმოგრაფია