ზღვარზე

დრამა  

კინოკომპანია "შვიდკაცა"  

ხანგრძლივობა: 8 ნაწილი, 2189 მეტრი, 80 წუთი

გამოშვების წელი: 1993

 

დამდგმელი რეჟისორი: დიმიტრი (დიტო) ცინცაძე
სცენარის ავტორი: დიმიტრი (დიტო) ცინცაძე
დამდგმელი ოპერატორი: მიხეილ მაღალაშვილი
დამდგმელი მხატვარი: გია რიგვავა , დიმიტრი (დიტო) ცინცაძე
კომპოზიტორი: დიმიტრი (დიტო) ცინცაძე
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ოჰანეს მაგაკიანი
მონტაჟი: ეკატერინე (ეკა) გურამიშვილი
ფესტივალები და პრიზები:
1993

პრიზი "ვერცხლის ლეოპარდი", ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალი

1990-იანი წლების სამოქალაქო ომის დრამატული მოვლენები, საზოგადოების ორ მტრულ ბანაკად გახლეჩა თბილისელ ახალგაზრდას დეპრესიაში აგდებს. ჩარევა არ უნდა, მაგრამ შექმნილი ვითარება მისგან პოზიციის გამოხატვას მოითხოვს. ახალგაზრდა კაცი არჩევანის ზღვარზე აღმოჩნდება.