სათადარიგო ბორბალი

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 3 ნაწილი, 552 მეტრი, 20 წუთი

გამოშვების წელი: 1978

 

დამდგმელი რეჟისორი: ამირან დარსაველიძე
სცენარის ავტორი: რევაზ (რეზო) გაბრიაძე
დამდგმელი მხატვარი: შოთა გოგოლაშვილი
კომპოზიტორი: ნანა ავალიშვილი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: ფელიქს ვისოცკი
მონტაჟი: ევგენია ბეჟანოვა

პროვინციული ქალაქის მკერავი გოგია ახალი წლის შესახვედრად მიემგზავრება. თოვლიან გზაზე მშვენიერ ქალიშვილს გადააწყდება, რომელსაც მანქანა გაუფუჭდა. გოგია თავისი მანქანის საბურავს ქალიშვილს დაუთმობს, თვითონ კი ქალიშვილით და საკუთარი საქციელით მოხიბლული, ახალ წელს უკაცრიელ გზაზე მარტოდმარტო შეხვდება.