კავკასიური რომანსი

 

სს "ქართული ფილმი"  

ხანგრძლივობა: 3 ნაწილი, 617 მეტრი, 22 წუთი

გამოშვების წელი: 1975

 

დამდგმელი რეჟისორი: რევაზ (რეზო) გაბრიაძე , ამირან დარსაველიძე
სცენარის ავტორი: რევაზ (რეზო) გაბრიაძე
დამდგმელი ოპერატორი: ლერი მაჩაიძე
დამდგმელი მხატვარი: ნიკოლოზ ზანდუკელი
კომპოზიტორი: გია ყანჩელი
ხმის რეჟისორი / ოპერატორი: კონსტანტინე კუზნეცოვი
მონტაჟი: ევგენია ბეჟანოვა

ელბერდს მშვენიერი მარჯანის სიყვარული მოსვენებას არ აძლევს. მოტაცებულ ქალიშვილს ერთხელ უკან წაართმევენ, მეორედ შეყვარებულის ნაცვლად ხელში მისი ბებია შერჩება. სირცხვილნაჭამი, სასოწარკვეთილი ელბერდი თავის მოკვლას გადაწყვეტს, მაგრამ ხელი აქაც მოეცარება... ვაჟს სატრფო დაეხმარება - მარჯანი ბებიას გაკოჭავს და ელბერდთან ერთად გაიპარება.